LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანახევროდ მშივრები არიან – ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დაიხურა

1229
10926419_10152642851711659_1633827596627258284_n

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ცხოველების მიღება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თავშესაფრის ადმინისტრაციამ დაუდასტურა. მათი თქმით, თავშესაფარი იქ არსებული ძაღლების გაჩუქების შემდეგ დაიხურება.

„ღრმა ფინანსური კრიზისის გამო, დღეიდან თავშესაფარმა შეწყვიტა ცხოველების მიღება. მომსახურე პერსონალიდან ნახევარზე მეტი დარჩა უმუშევარი. თავშესაფრის ბინადრები სანახევროდ მშივრები არიან, მაგრამ, ბუნებრივია, მათ ქუჩაში ვერ გავუშვებთ. ვის არ მიმართა ბატონმა თამაზმა, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. აი, ეს არის ის მწარე რეალობა. აი, სწორედ ამის გამო ვეღარ გპასუხობთ ცხელ ხაზზე კეთილო ადამიანებო და ვერ გეხმარებით.
ნათქვამია, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და როგორც ჩანს, ეს ბოლოც დაუდგა თავშესაფარს,“ – წერია განცხადებაში.

ძაღლების თავშესაფარი ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელს დაარსა. თავშესაფრის მთავარი ფუნქცია პატრონისგან მიტოვებული, დაკარგული, ქუჩის ძაღლების შეფარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g