LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება

296

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება, – ამის შესახებ ,,ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილი  „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ 200 000 ლარად შპს „ლჯ და კო – ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ საკუთრებაში გარკვეული პირობებით გადასცა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს წინაშე ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ 18 თვის ვადაში მინიმუმ 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება 68 საწოლზე იქნება გათვლილი.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში განთავსდება:

  • არანაკლებ 18 საწოლზე გათვლილი ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილება;
  • არანაკლებ 6 საწოლიანი კრიტიკული მდგომარეობისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება;
  • არანაკლებ 6 ბოქსირებული ინტენსიური პალატა ბოქსის წინა ოთახებითგანსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის;
  • ვირუსული დაავადებების (მათ შორის ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 საწოლზე გათვლილი განყოფილება;
  • ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის არანაკლებ 18 საწოლიანი განყოფილება;
  • მრავალპროფილური ამბულატორიული დიაგნოსტიკური განყოფილება, რომელიც აღჭურვილი იქნება ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მრავალპროფილური ლაბორატორიით.
  • ასევე აშენდება დამხმარე მასალების და სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g