LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი, შესაძლოა, ისევ გააუქმოს

82

საქართველომ ირანთან შესაძლოა სავიზო რეჟიმი ისევ გააუქმოს.

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰასან რუჰანისთან სატელეფონო საუბარის დროს განიხილა.

როგორც “ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  სატელეფონო საუბარი  ქართული მხარის ინიციატივით შედგა. გიორგი კვირიკაშვილმა გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

“აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება. საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის  არსებობს,”- განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ირანთან სავიზო რეჟიმი საქართველომ 2013 წლის ივლისის დასაწყისში ცალმხრივად, გააუქმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g