ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია „გაზპრომთან“ ხელშეკრულების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ მცირე რაოდენობის გაზს საქართველო რუსეთიდან შემოიტანს.
„როგორც ვთქვით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება გაფორმებულია და მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ რუსეთიდან“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი პირობები საქართველოსთვის გაუმჯობესდა.