ისევე, როგორც ყველა სხვა ვარსკვლავი, დემი მურიც ცდილობს, ახალგაზრდობა გაიხანგრძლივოს და კოსმეტოლოგებსა და პლასტიკურ ქირურგებს ხშირად მიმართავს.
თაყვანისმცემლები კი მურს თხოვენ, შეწყვიტოს ქირურგიული სხვა სახის ჩარევები, ისინი განსაკუთრებით შეშფოთდნენ, როდესაც დემი Saint Laurent-ის შოუზე იხილეს.
ამჯერად მსახიობი შავი, მოკლე კაბით გამოჩნდა. ყველაფერი რიგზე იქნებოდა, რომ არა მურის მუხლები. სოციალურ ქსელებში თაყვანისმცემლები მსახიობს მოკლე კაბის გამო საყვედურობენ და შიშობენ, რომ მური ავად არის.

