არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ბედნიერების პირველი მინისტრი ჰყავს. CNN-ის ინფორმაციით, ოჰუდ ალ რუმი თანამდებობაზე მიმდინარე კვირას დაამტკიცეს, იგი მინისტრთა 29 წევრიან კაბინეტში მეექვსე ქალი მინისტრია.
გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა შეიხ მოჯამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა ბედნიერების მინისტრის მოვალეობაზე უამრავი ახსნა-განმარტება გააკეთა, იგი დარწმუნებულია, რომ ახალი თანამდებობა სოციალურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
ალ რუმის ტოლერანტობის ახალი მინისტრი, შეიხა ლუბნა ბინთ ხალედ ალ ქასიმიც შეუერთდება, რომელიც ადრე საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ალ ქასიმი 2004 წელს გაერთიანებული საამიროების პირველი ქალი მინისტრი იყო. მათთან აქტიური თანამშრომლობა ექნება 22 წლის შამა ალმაზრუის, ახალგაზრდული საკითხების მინისტრს.
„მთავრობის აღნიშნული სამი წევრი ფოკუსირებული იქნება მომავალზე, ახალგაზრდობაზე, ბედნიერებაზე, განათლების განვითარებაზე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.