LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

59

წელს თბილისში 10 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაგა-ბაღების მშენებლობა დაიწყება გუთნის ქუჩაზე, ქვემო ფონიჭალაში, ჩიტაიას ქუჩაზე, წყნეთში, სოფელ გლდანში, ვაშლიჯვარში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, თემქაზე, სოფელ წინუბანსა და სოფელ დიღომში.

წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია აღნიშნული ბაღების მთლიანი ღირებულების ნაწილის ანაზღაურება.

როგორც მერიაში აცხადებენ, გარდა ამისა, მოსკოვის გამზირზე უკვე გაიხსნა ერთი ახალი ბაღი, სადაც სასწავლო-სააღმზრდელი პროცესი 500-მა ბავშვმა დაიწყო.

რაც შეეხება ბაღებს, რომელთა გახსნაც მიმდინარე წელს იგეგმება, ესენია მანჯგალაძის, კრწანისის, მიტინგის, ონაშვილის, ბოჭორიშვილის ქუჩებზე, ასევე ფონიჭალაში მდებარე ბაღები. ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მათი ინვენტარიზაციისა და აღჭურვის პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g