ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას დატოვებს – ინფორმაციას ამის შესახებ „ქრონიკა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია. “ფორტუნას” სამინისტროში ამ დროისთვის, ინფორმაციას არ უდასტურებენ.
“ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს,” – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში “ფორტუნასთან”.
შეგახსენებთ, რომ ქობულიამ გადადგომასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ ეს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია.
„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ”, – განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა.