LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლის ბანგლადეშელი გოგონა თანატოლებმა ცოცხლად დაწვეს

1518
1555584154-106475561_nusrat

19 წლის ბანგლადეშელი გოგონას ისტორიამ მთელი მსოფლიო შეძრა – მას საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე ნავთი გადაასხეს და ცოცხლად დაწვეს.

შემზარავ შემთხვევამდე ახალგაზრდა ქალმა სკოლის დირექტორს სექსუალური შევიწროების გამო პოლიციაში უჩივლა.

„BBC”-ის ინფორმაციით, 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფი ძალადობის ობიექტი საკუთარ სკოლაშივე გახდა, თუმცა პოლიციისთვის მიმართვის გამო თანაკლასელები მას თავს დაესხნენ.

„როდესაც ქალი ცდილობს სამართლიანობის მიღწევას სექსუალური შევიწროების გამოვლის შემდეგ, მას კიდევ უამრავ შევიწროებასთან გამკლავება უწევს პროცესში. საზოგადოება მათ განსჯის, პოლიციელები არ არიან მზად, სათანადოდ გამოიძიონ შემთხვევები. შედეგად, გოგონები ნებდენიან. დამნაშავეები არ ისჯებიან და აგრძელებენ იმავე დანაშაულის ჩადენას“, – აცხადებენ ქალთა უფლებების ჯგუფში.

ტრაგიკული ისტორიის შემდეგ ბანგლადეშში აქციები დაიწყო. დაკავებულია 15 ადამიანი.

დამნაშავეებს სურდათ, მომხდარი თვითმკვლელობად გაესაღებინათ, თუმცა გარდაცვალებამდე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ყოფნისას ნუსრათმა ძმის მობილური ტელეფონით განცხადების ჩაწერა მოახერხა:

„მასწავლებელი მე შემეხო, ამ დანაშაულს ბოლო ამოსუნთქვამდე შევებრძოლები“, – თქვა ნუსრათმა და განცხადებაში თავდამსმელების იდენტიფიცირებაც შეძლო.

მიღებული დამწვრობის შედეგად ნუსრათ ჯაჰან რაფი 10 აპრილს გარდაიცვალა.

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ნუსრათის ოჯახს შეხვდა და პირობა მისცა, რომ კანონს ვერც ერთი დამნაშავე ვერ გაექცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g