LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბელონას” შოურუმს იტალიელი დიზაინერები განაახლებენ

980

ავეჯის მაღაზია ”ბელონა” შორუმის განახლებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის დირექტორმა ამირან გოგრიჭიანმა განუცხადა, თებერვლის ბოლოს თბილისში 3 იტალიელი დიზაინერი ჩამოვა, რომელიც ”ბელონას” შოურმის განახლებაზე იზრუნებს.

”ამ ეტაპზე მაღაზიაში გვაქვს 10 დან 15 %-ამდე ფასდაკლების აქცია ნებისმიერი მოდელის ავეჯზე. აქცია თვის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან თებერვლის მიწურულს  უკვე დიზაინერები ჩამოვლენ და სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ”, – აღნიშნა გოგრიჭიანმა.

მისივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების პარალელულად, მაღაზიის თბილისის ფილიალი სრული დატვირთვით არა, მაგრამ მაინც იმუშავებს. განახლებული შოურუმით კი ”ბელონა” კლიენტებს დაახლოებით 2 თვეში უმასპინძლებს.

ავეჯის მაღაზია ”ბელონა” თბილისში 2010 წელს გაიხსნა. მაღაზია თბილისის გარდა, ერთი ფილიალით მარნეულშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g