LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 დღეში საპენსიო ფონდში 175 მილიონი ლარი შევიდა

103
239728486

„სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია – სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე აცხადებს. აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, საპენსიო სისტემა უფრო მეტმა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა დატოვა, ვიდრე მათ ვინც კერძო სექტორში მუშაობს. 

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულია 750 000 ადამიანზე მეტი. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონი ლარია.

როგორც სურგულაძემ განაცხადა, საპენსიო სისტემის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე შესრულდა. სწორედ ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g