გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში მდებარე სატელევიზო ანძის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ანძის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.
ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება ექსპერტიზა. არსებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ჭრილობები და მსგავსი სახის დაზიანებები ცხედარს არ აღენიშნება.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.