LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები

667
18033300_1356087581124534_1161408957806374732_n

აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლების გარდა სხვა ქრისტიანული კონფესიებიც აღნიშნავენ. დღესასწაული იზეიმა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ.

საზეიმო ღვთისმსახურების დროს გოსფელის გუნდის მიერ სადიდებელი საგალობლები შესრულდა. სცენაზე იგალობეს ბავშვთა გუნდის წევრებმაც. შესრულდა ზიარების საიდუმლო.

სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა ქრისტიანებს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა. სააღდგომო ღვთისმსახურებას თბილისში არსებული ნიგერიელთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პასტორმა სოლომონ ფალაბიმ მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიტურგია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაული მარტო ქრისტიანების არ არის, ეს არის ყველა ადამიანის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, სიხარული, მშვენიერება და შერიგება.

აღდგომის აღსანიშნავად შეიკრიბნენ საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. ღვთისმსახურების დროს სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდები წაიკითხეს. შესრულდა საეკლესიო საგალობლები.

საქართველოს სახარებისეულ ქრისტიანულ-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა ყველა ქრისტიანს მიულოცა აღდგომა და განმარტა, რომ ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველა ქრისტიანულ კონფესიას აერთიანებს.

აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“.

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი მრევლი ლოცვასთან ერთად, თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს. სპეციალურად მომზადებული სიტყვით უფლის ღვაწლისა და საქმის შესახებ მრევლს პასტორი მიმართავს.

საზეიმო მსახურება 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

 

 

 

 

magti 5g