საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილ თელავის აეროპორტში – „მიმინო“, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, პირველი კომერციული შიდა რეისის მიღება განხორციელდა, მარშუტით „ნატახტარი – თელავი“.
აღნიშნული ავიარეისით, შპს „ეარ ჯორჯია“-ს კუთვნილი საჰაერო ხომალდით (20(ოცი) ადგილიანი L-410)) ნატახტარიდან თელავში გადაყვანილი იქნა ტურისტული ჯგუფი, რომელთაც გეგმაში ჰქონდათ კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების მონახულება.
„დღევანდელი დღე იქნება საფუძველი იმისა, რომ შესრულდეს რეგულარული რეისები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, რაც ტუროპერატორებისგან, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან დიდმა მოთხოვნამ განაპირობა,“ -განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა – სერგო ტეფნაძემ.
ინფორმაციას “კახეთის მხარე” ავრცელებს.
https://www.facebook.com/KakhetisMkhare/videos/290151541903009/?epa=SEARCH_BOX