მსოფლიოს უდიადესმა გუნდმა ”ბარსელონამ” ისტორიის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში 10 ათასი გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონში ”არსენალთან” გატანილი ორი გოლი საიუბილეო რიცხვს დაემთხვა. ”ბლაუგრინას” ამ უნიკალური მიღწევისთვის 4 375 მატჩი დაჭირდა.
საშუალოდ, კატალონიელებს ერთ თამაშში 2.28 გოლი გააქვთ.
ამასობაში ”ბარსას” 126 ოფიციალური ტიტული აქვს მოგროვებული.
ხსენებულ 10 ათას გოლში კი არაამქვეყნიური ლეო მესის ანგარიშზე 441 გოლია.
