“უნდა დასრულდეს თავისუფლებისა და სიტყვის გამოხატვის შეზღუდვა” – ტელეკომპანია “იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს, მის ინტერესებს კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაიცავს.
ტელეკომპანიის HR-ის განცხადებით, მაია სტეფნაძემ თანამდებობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
სტეფნაძე ამბობს, რომ იმედის ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან მხოლოდ პოზიციის დაფიქსირების გამო გაათავისუფლა. ყოფილი პროდიუსერი ირწმუნება, რომ ტელეკომპანიიდან პანკისელი მოსახლეობის მხარდაჭერის გამო გამოაგდეს.
„იმედის“ ყოფილი პროდიუსერის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც. მაია სტეფნაძეს ომბუდსმენი ხვალ შეხვდება.