Facebook-მა შესაძლოა თავისი მომხარებლები რეკლამის ყურებისთვის დააჯილდოვოს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.
გადახდები სოციალური ქსელის საკუთარი კრიპტოვალუტით მოხდება, რომლის ჩანერგვაზე Facebook-ი ერთ წელზე მეტია მუშაობს. პროექტის სახელწოდებაა Project Libra. ახალი სერვისით ფულის გადარიცხვა WhatsApp-ით იქნება შესაძლებელი.
აგრეთვე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარკ ცუკერბერგი Visa-სა და Mastercard-თან მოლაპარაკებებს მართავს.
