LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს უპრეცედენტო ესკალაციაა” – ისრაელში საქართველოს კონსული ვითარების სიმძიმეზე

4613
000_1G6045-1024x640

უპრეცედენტო ესკალაციაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ახლა, ჩვენი საუბრის დროსაც გრძელდება ესკალაცია და დაძაბულობა მატულობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა, ალეკო ჯიშკარიანმა განუცხადა.

კონსულის განცხადებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქებში აშდოთი და აშქელონი. მისი თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში გადაადგილება შეზღუდულია.

ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. დაძაბულობა ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში – ქალაქებში აშდოთსა, აშქელონშია. ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება გარკვეულწილად შეზღუდულია, ქვეყნის სხვა ადგილებში გადაადგილება ჩვეულებრივად.

აშდოთის მიმართულებით ღაზას სექტორიდან დაფიქსირდა სარაკეტო იერიში. ადგილობრივი მედიისა და შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, სულ გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი“, – განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g