ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა არ აპირებს მაკროეკონომიკური პროგნოზები შეცვალოს.
როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, მთავრობას აქვს მონახაზი, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს.
“საქსტატის მონაცემებით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იანვარში 7,2%-ით გაიზრადა. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში ზრდა იყო მაღალი, ზოგიერთში შედარებით ნაკლები, ამიტომ ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა მაკროეკონომიკური პროგნოზის შეცვლას არ ვაპირებთ,”- განაცხადა ხადურმა.
“საქსტატის” გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა შეადგინა.