ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრები დღეიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებენ.
მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ხელისუფლებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ.
„საგანგაშო და ასე ვთქვათ ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ როდესაც მესაზღვრეებმა დაკეტეს აღდგომის ტაძართან მისასვლელი ბილიკი, სამი დღის განმავლობაში სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაკვირვება, მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, რომ საზოგადოება მუდმივ საქმის კურსში ვამყოფოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იქნება დავით გარეჯში,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.