„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“, რომელიც თბილისში ახლახან გაიმართა, ჯაბა დიასამიძემ ახალი, 2019 წლის შემოდგომის კოლექცია წარმოადგინა. როგორც ყოველთვის, ქართველმა დიზაინერმა დეფილეზე ახლაც დახვეწილი ნამუშევრები წარადგინა.
მის ჩვენებაზე ცნობილი სახეების სიმრავლე იყო. მოდელი ნინი ნებიერიძე, ნინო ცქიტიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა და „პირველი არხის“ წამყვანი, ნინუცა ორჯონიკიძე. ჩვენებაზე განსაკუთრებული აღფრთოვანება ახალმა სახემ, მატილდა გვარლიანმა გამოიწვია.
ფოტოები: www.businessoffashion.com