LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ბუნებრივი ქვიშის საწარმო გაიხსნება

736

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „კარიერი 2015“–ს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ნაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მდებარეობს და 31232.00 კვ.მ-ს მოიცავს.

“კარიერი 2015” მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის მიზნით, 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

უწყების ცნობით, საწარმო ყველა სახის შეღებილ და შეუღებავ ბუნებრივ ქვიშას გამოუშვებს.

კომპანია წლიურად არანაკლებ 100 000 კუბური მეტრი ბუნებრივი ქვიშის წარმოებას შეძლებს.

magti 5g