LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლიანი ძიების შემდეგ ქალმა აღმოაჩინა, რომ ბიოლოგიური დედა მისი თანამშრომელია

99

ნიუ-იორკელი 40 წლის ჯენი ტომასი ბიოლოგიურ დედას 15 წლის მანძილზე ეძებდა, საბოლოოდ კი მისი პოვნა TLC-ს გადაცემის საშუალებით შეძლო, თუმცა შედეგმა ჯენი შოკში ჩააგდო -აღმოჩნდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა ნიტა ვალდესია, რომელთან ერთადაც 10 წლის წინ საავადმყოფოში მუშაობდა.

ჯენი და ნიტა თანამშრომლები 2 წლის განმავლობაში იყვნენ. ქალი ამბობს, რომ არასოდეს რაიმე განსაკუთრებული არ უგრძვნია ნიტას მიმართ, ვალდესი საავადმყოფოში კარისკაცად მუშაობდა.

fam2_2723637a

ჯენი გათხოვილია, მას ჰყავს ოთხი შვილი და ერთიც – მისი ქმრის წინა ქორწინებიდან. ტომასი ამბობს, რომ ძალიან სურდა გაეგო, როგორ ცხოვრობს მისი ბიოლოგიური დედა, ამასთან, მიიჩნევს, რომ მის შვილებსაც სჭირდებათ ბებია.

ნიტა ვალდესმა ჯენი 17 წლის ასაკში გააჩინა, ოჯახმა აიძულა, ბავშვი გაეშვილებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g