ედ შირანმა და ჯასტინ ბიბერმა პირველი ერთობლივი სინგლი I Don’t Care გამოუშვეს, რომლის ავტორები თავად არიან.
იმ ფონზე, როცა სიმღერას მომავალი ზაფხულის ჰიტობა უკვე უწინასწარმეტყველეს, ინგლისელმა შემსრულებელმა წარმატებულის სტარტის აღსანიშნად, მეუღლეს, ჩერი სიბორნს ხელი ჩაჰკიდა და მასთან ერთად კამბოჯას მიაშურა.
აღსანიშნავია, რომ 28 წლის ვარსკვლავი თაყვანისცმლებს იშვიათად ანებივრებს ოჯახური ფოტოებით, რის გამოც მის ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტი ამ დროისთვის, 2 მილიონზე მეტჯერ მოიწონეს.
შეგახსენებთ, რომ ედ შირანი და ჩერი სიბორნი ერთმანეთს ღრმა ბავშვობიდან ჰყვარობდნენ, თუმცა მათი რომანი სტრატს 2015 წლიდან იღებს. ისინი გასული წლის იანვარში დაინიშნენ, აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ მათ მედიისგან საიდუმლოდ იქორწინეს.
ედ შირანი საიდუმლოდ დაქორწინდა