LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიონის აუზში წყალდიდობის რისკის შესამცირებლად 5 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯება

116

მდინარე რიონის აუზის ექვს მუნიციპალიტეტში წყალდიდობის რისკების შესამცირებლად 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მდინარე რიონის აუზში არსებული მოწყვლადი მოსახლეობის წყალდიდობებისგან დასაცავად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს წყალდიდობებით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზარალის თავიდან აცილებას.

”რიონის აუზი წყალდიდობების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში. აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაინერგოს, სადაც წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი მაღალია და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე ექმნება”, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

2012 წლიდან, ნაპირდაცვითი სამუშაოები რიონის აუზის 10 მაღალი რისკის ზონაში განხორციელდა. საფუძველი ჩაეყარა დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვას, ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობების დაძღვევის შემოღებასა და ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას.

”რიონის აუზის 200 ათასი მცხოვრები წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მიზნად ისახავს წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განმარტა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა.

წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის ინიციატივა მდინარე რიონის აუზის 6 მუნიციპალიტეტში სამტრედიაში, წყალტუბოში, ონში, ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში ხორციელდება. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ დოლარზე მეტია, 2012 წელს დაიწყო და 2016 წლის ივნისში დასრულდება.

 

magti 5g