სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯია“ ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ხვალიდან ახალ რეისებს შეასრულებს.
კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 17 მარტიდან ყოველდღე, ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩიდან დედაქალაქის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ზუგდიდში “მეტრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების იყო.
კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ იანვარსა და თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროვატობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნით მაშინ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიასთან” 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. ამჯერად ავტობუსები დედაქალაქში აღმაშენებლის ქუჩიდან იმოძრავებენ.