LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა – 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას

1328
Capture

9 წლის დაჩი გულუა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს, რომ საგზაო ნიშნებზე კაცის ფიგურასთან ერთად ქალის ფიგურაც გამოსახონ.

ბავშვის წერილს სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს.

“ბატონო გიორგი მე ვარ დაჩი გულუა 9 წლის, შევამჩნიე რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ,”- წერს დაჩი გულუა.

 

magti 5g