LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? – ბაია პატარაია

1072
baia-pataraia

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტი ბაია პატარაია აღაიანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება. მისი თქმით, დანაშაულია უკვე ის, რომ 16 წლის გოგონა დედაა და ამ საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ბაია პატარაიას განცხადებით, ამ ერთ ამბავში უამრავი ტრაგედია და ის პრობლემა იკითხება, რომელიც საქართველოში დგას.

“16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო. 

კასპში 16 წლის გოგომ შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა

ბავშვის დედა განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.

მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).

ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?” – წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, 16 წლის გოგომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და ბავშვის დედა განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. გოგონას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g