LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა

108
omar

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორ ომარ მახარაძეს ეთიკური სტანდარტების დარღვევა დაუდგინა და შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება კომისიის 7-ვე წევრმა ერთხმად მიიღო.

დისციპლინური კომისია უნივერსიტეტის რექტორის მას შემდეგ შეიქმნა, რაც იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ადმინისტრაციას მიმართა და სექსუალურ შევიწროებაში  ამავე ფაკულტეტის პროფესორი და ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე დაადანაშაულა.

მახარაძეს სალექციო საქმიანობა ერთი კვირის წინ შეუჩერდა.

მან ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებიც დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g