LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური სანქციები მიგრაციის წინააღმდეგ – ტრამპმა მექსიკას შეუტია

108
mexico_flag_trump

ტრამპი მექსიკას ეკონომიკური სანქციებით უტევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ყველა სახის მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამის მიზანს მექსიკიდან მომავალი არალეგალური იმიგრაციის შეჩერება წარმოადგენს – 10 ივნისიდან 5 პროცენტიანი ტარიფი დაწესდება და ნელ-ნელა გაიზრდება მანამ, ვიდრე არალეგალური იმიგრაციის პრობლემა არ მოგვარდება.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაში წერია, ტარიფი 1 ოქტომბრისთვის 25 პროცენტს მიაღწევს და ამ ნიშნულზე დარჩება მანამ, ვიდრე მექსიკის საზღვრიდან აშშ-ში არალეგალი მიგრანტების გადასვლა არ შეწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები