LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის კლასიკოში დამრგვალება სურს, გუნდებს ერთმანეთის გაგლეჯვა

52

შაბათს, 2 აპრილს, ისეთი მატჩია, საკლუბო დონეზე უკეთესი არც არსებობს: ელ კლასიკო: ბარსელონა vs რეალი!

სატურნირო ცხრილის მიხედვით დღეს ყველაზე დაძაბული ვითარება არ არის, მაგრამ ამათ ჯახს ინტრიგას რა მოაკლებს. ზიდანი პირველად ათამაშებს ”სამეფო კლუბს” კლასიკოს მწვრთნელის რანგში, ”რეალს” რევანში და ჩამორჩენის აღმოფხვრა სურს, ”ბარსას” დაუმარცხებელი სვლა და უპირატესობის ერთხელაც დამტკიცება. არის კიდევ ერთი დეტალი:

“ბარსელონას” მთავარ კაცს, ლიონელ მესის სურს, კლასიკოში პირადი მიღწევა გააუმჯობესოს.

საქმე ისაა, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა კარიერაში 499 გოლი გაიტანა და ამ რიცხვის “დამრგვალების” საშუალება მას ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან აქვს.

“კარგი იქნება, თუკი ჩემს მე-500 გოლს “რეალთან” შეხვედრაში გავიტან. მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუკი გავიმარჯვებთ”, – აქვეყნებს მესის ნათქვამს El Mundo Deportivo.

ზინედინ ზიდანის ასისტენტმა, ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა ფერნანდო იერომ ბევრზე კარგად იცის, რას ნიშნავს ელ კლასიკო:

– “ელ კლასიკო”, ალბათ, ერთადერთი ოფიციალური მატჩია პლანეტაზე, როცა ორივე გუნდს სტატისტიკა და სატურნირო მდგომარეობა არ აინტერესებს. ფრეზე ფიქრიც კი არ შეიძლება. მხოლოდ მოგება და მეტი არაფერი. მინახავს, როგორ ვანადგურებდით “ბარსელონას” და პირიქით, იმის მომსწრეც ვიყავი, “ბარსამ” როგორ მოგვიგო “სანტიაგო ბერნაბეუზე” 5:0.
ამიტომაც მომავალ მატჩში არც ერთი შედეგი არ გამაკვირვებს. დღეს მთელ მსოფლიოში არ არსებობს ამ მატჩის ანალოგი. ელ კლასიკო – ეს არის 90 წუთი ბრძოლა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის. ყველაფერი დანარჩენი მსოფლიოში მეორე პლანზე გადადის.
არ არის მნიშვნელოვანი ქულები, მოთამაშეთა ინდივიდუალური მოქმედებები, გუნდების შეთამაშება და სხვა დანარჩენი. არის მხოლოდ ერთი მატჩი, რომელშიც მეტოქეებს სურთ, ერთმანეთი გაგლიჯონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g