LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო რეგიონში პირველია, ვისთანაც ჩინეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

48

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, ვისთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა და „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა განიხილეს.

”მხარეებმა შეხვედრისას საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისთვის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმზიდველობაზე, დაბალ გადასახადებზე და ბიზნესის კეთების შესაძლებლობების მაღალ პოტენციალზე. ხაზგასმით აღინიშნა ჰუალინგ ჯგუფის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელობა”, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი დელეგაციასთან ერთად, თბილისს 3 აპრილს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის მიზანი აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

magti 5g