LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ იტყვი, რომ არ გინდა სიცოცხლე, მის გარეშე, ვინც გარდაგეცვალა”

1806
16996079_1342839642434057_2261648692722914809_n

მამა პეტრე კოლხი თვითმკვლელობის შესახებ კიდევ ერთ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის დეპრესიაში და სასოწარკვეთაში მყოფ ადამიანებს მიმართავს, რომ ისინი პირველ რიგში საკუთარ თავებს სჭირდებიან.

გარდა ამისა, სასულიერო პირი მათ შესახებაც წერს, ვისაც ახლობელი ადამიანი გაერდაეცვალა და ამის გამო, სიცოცხლის გაგრძელება აღარ სურს. პეტრე კოლხის თქმით, სწორედ მათთვის უნდა განაგრძონ ცხოვრება.

“ახალი დღე გათენდა, შენ ისევ იმაზე ტირი, რომ არავის სჭირდები… ეს უმადურობაა… პირველ რიგში სჭირდები საკუთარ თავს, რომ ღირსეულად უპატრონო და შუა გზაზე არ მიატოვო… არ მიუშვა ინერციით, სადმე არ გადაიჩეხოს… ვინაიდან არ სჭირდებით, იქნებ კარგად არიან… თუ ასეა, შენც კარგად უნდა იყო… ხომ იცი, როცა კარგად არის ადამიანი, იშვიათად გაახსენდები… თუ განსაცდელშია, აგაწრიალებს… შეეშვი… ოღონდ ბედნიერი იყოს და, რა მნიშვნელობა აქვს, მოგიკითხავს თუ არა… მოეშვი წუწუნს, სიბრაზეს… დრო ამაში როგორ უნდა გაიყვანო… ბევრია საკეთებელი… არ იფიქრო, მარტო ფულით შეგიძლია სიკეთის კეთება… ეს მეორე ხარისხოვანია… გული გაისუფთავე, იმ მიცვალებულებზე იზრუნე, ვისაც მომხსენიებელი არ ყავს… აი, მათ ნამდვილად სჭირდები, ისინი საკუთარი თავისთვის ვერაფერს შეძლებენ… შენს ლოცვაზე და სიკეთის კეთებაზეა დამოკიდებული მათი სულის შვება…

ნუ იტყვი, რომ არ გინდა სიცოცხლე, მის გარეშე, ვინც გარდაგეცვალა… ეს ეგოიზმია… დიახ, სწორედ მის გამო უნდა იცოცხლო, რომ მაქსიმალურად დაეხმარო, მან თავი კარგად იგრძნოს, რომ უფალმა შეიწყალოს მისი სული…

ხომ ხედავ, თურმე რამდენს სჭირდები… თუ იმიტომ განიცდი, შეძლებულები არ გემეგობრებიან… აქაც ძალიან ცდები… მათ მართლა არავინ სჭირდებათ, შესაძლებლობების და გავლენების გარდა… როგორ ფიქრობ, ის უკეთესია, ვიღაც იმიტომ გემეგობრება, რომ შენგან ფულს ელოდება?! ეს ყველაზე დიდი დამცირებაა… ადამიანური ღირებულებები შეინარჩუნე და ნადვილ ადამიანებს აუცილებლად დასჭირდები… არაადამიანებისგან კი თავადაც უნდა გარბოდე!..” – წერს მამა პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g