რუსეთის ტელეარხმა ენტევემ გადაცემაში საქართველოზე სიუჟეტში რუკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის გარეშე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით დადო.
რუკა გეოგრაფიულია და სავარაუდოდ, გადაცემის მომზადებისას, იმ ე.წ. საზღვრებს ყურადღება არ მიექცა, რაც ოკუპაციის შემდეგ დაწესდა.
რაც შეეხება გადაცემის შინაარსს, იქ რუსული ნარატივი გატარდა. იყო თეორიები ამერიკის მიერ მომზადებული არეულობის შესახებ. ამაზე გადაცემაში სერგეი გავრილოვმა ისაუბრა, რომელსაც წამყვანმა მოვლენების გმირი უწოდა.
გავრილოვმა გამოთქვა ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ-ს გეგმები დგას, რომელსაც სურს საქართველოში “მმართველობაში მარიონეტი მიხეილ სააკაშვილი დააბრუნოს”.
https://www.youtube.com/watch?v=BM-mMA4Qp0s