LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როსკომნადზორი“ რუსულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გავრცელებას უკრძალავს

122
ზელენსკი

რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელი „რისკომნადზორი“ რუსულ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს გავრცელებას უკრძალავს. მათივე ცნობით, დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებლობის დონე და ის, თუ რა რეაგირება მოჰყვება იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებმაც აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერეს.

„როსკომნადზორმა“ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედია, რომელიც უკრაინის პირველ პირს ესაუბრა, რუსეთში “უცხოური აგენტია”. ცნობისათვის, მანამდე, ლიბერალურმა რუსულმა გამოცემა „მედუზამ“ განაცხადა, რომ მან ინტერვიუ ჩაწერა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები