LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია მეტრეველი: როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა

308
230528184

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი 20-21 ივნისს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ეს ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შვილმკვდარი ოჯახები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს, სანდრა რულოვსიდან დაწყებული, ვაშაძით დამთავრებული, ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ და თურმე, აღარ ახსოვთ, ვის წარმოადგენენ და რა დღეში ამყოფებდნენ ხალხს.

ყველა დარბევაზე ვარ ნამყოფი იმ ავბედით წლებში, 7 ნოემბრიდან დაწყებული, 26 მაისით დამთავრებული. მათი განსაკუთრებული სისასტიკე ჩემი ცხოვრებიდან არასოდეს ამოვა და ვისურვებ, რომ არასოდეს განმეორდეს ეს ჩვენს ქვეყანაში.

პატრიოტული გრძნობებით ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და შემდეგ ჩვენ უკვე ვიხილეთ სულ სხვა სურათი. მათ ამოეფარნენ „ნაციონალები“ და ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი წადილი აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლება დაამხონ, გადაატრიალონ და მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში. მათ ეს ხალხი შეატოვეს სპეცრაზმს, პოლიციასაც და თვითონ სადღაც გაქრნენ. ის ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ გადატრიალებაზე, ისინი ედგნენ სათავეში იმ არეულობას, რომელსაც იქ ვხედავდით.

ჩვენ მთელი ცხრა წელი ვიდექით ქუჩაში და მართლაც ფოთოლი არ ჩამოვარდნილა იმ მიტინგებზე, როცა ჩვენ ვაპროტესტებდით საშინელ სისხლიან რეჟიმს და ახლა იგივეს ვერ ვიტყოდი. ასეთი გავეშებული ხალხი დიდი ხანია, არ მინახავს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნამდვილად რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ითქვა კიდევაც, რომ რაღაც ნარკოტიკები იქნა დარიგებული. როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები პოლიციას და როგორ ითმენდა პოლიცია, ძალიან კარგად ჩანდა.

სპეცრაზმის გამოყვანა საჭირო იმიტომ გახდა, რომ მიდიოდა მოწოდება გადატრიალებაზე, პარლამენტში შეჭრაზე, რაც აუცილებლად უნდა აღკვეთილიყო. ჩემი პირადი მოთხოვნაა და არამარტო ჩემი, რომ დროულად იქნას გამოძიებული იმ პიროვნებების ქმედებები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ გადატრიალებას და რომლებსაც უნდოდათ პარლამენტში შეჭრა. თუ ეს არ მოხდება დროულად, გავალთ უკვე ქუჩაში,“- განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, იმედს გამოთქვამს, რომ სპეცრაზმელების ყველა ქმედება გამოძიებული იქნება.

ამასთან მეტრეველი ეჭვობს, რომ აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები წინა ხელისუფლების დროსაც იყვნენ სპეცრაზმში. ია მეტრეველის თქმით, ამ ვარაუდს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებიც უმტკიცებს.

„რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც ხდება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად მძიმეა ამ ყველაფრის ხილვა. სპეცრაზმი უმიზნებდა და რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზონდერები არიან შემორჩენილები. ასე მგონია მე და ამას დაადგენს გამოძიება, ესენი არიან სწორედ ის ზონდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმში იყვნენ.

სააკაშვილი საუბრობდა, რომ მას ჰქონდა კონტაქტი იმ სპეცრაზმელთან. თვითონა ამბობდა მე ვესაუბრე და ვუთხარი ხალხის გვერდით დამდგარიყვნენო. დადასტურდა ეს იმით, რომ რამდენიმე მათგანი ნამდვილად დამიზნებით ესროდა მოქალაქეებს და ეს არის გამოსაძიებელი,“- განაცხადა მეტრეველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g