LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოს ბრიგადებს, რომლებიც აქციის დარბევისას მუშაობდნენ, ჯილდო გადაეცემათ

569
2D45E8EF-327C-42E5-BD03-D32E37676D28_w1200_s

თბილისის მერი კახა კალაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და მედიის წარმომადგენლებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობას უხდის. 

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მართლაც დიდი სამუშაო გაწიეს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი ჩვენი მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და სამედიცინო დაწესებულებებში დროულად გადაყვანა მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეულ წევრს მინდა, უდიდესი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო. ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ, რაც რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მინდა, აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, 20-21 ივნისის აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცემა“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა ასევე, პირადად გადაუხადა მადლობა მედიის წარმომადგენლებს, ხოლო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ, გამოჯანმრთელება უსურვა. 

„დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ, არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g