აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობას წინ უძღვებიანსკუტერზე მსხდომი ახალგაზრდები, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერი: „გახარია წადი”.
მათ მსვლელობის დაწყებამდე ჩაფხუტები მოიხსნეს, რაც ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, იმის გამოხატულებაა, რომ ისინი შეუიარაღებლები არიან და მშვიდობიანად, შიშველი ხელებით აწყობენ აქცია-მსვლელობას.
“ეს ნიშნავს, რომ მშვიდობიანად, ჩაფხუტის გარეშე, შიშველი ხელებით მივდივართ”, – აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.