LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო

306
gareji

აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო, – ამის შესახებ დავით გარეჯში მცხოვრებმა მამა ზვიადმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჩიჩხიტურის კოშკზე გიდი იყო ასული, რომელმაც აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს.

„ჩიჩხიტურის მიმართულებით რომ სამანქანო გზა შეიყვანეს, იმ გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. სწორედ ამ მხარეს ქვები დაალაგეს და გაამაგრეს. ჩვენი გიდი ჩიჩხიტურის კოშკზე იყო ასული და მასთან გადავამოწმე ეს ინფორმაცია“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” მამა ზვიადმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ბილიკის გამაგრების პროცედურას გუშინ, თვითონაც შეესწრო.

„გუშინ დილით ვიყავი ასული, მაინტერესებდა, ხდებოდა თუ არა რამე ახალი. სატვირთო ავტომანქანით მოუტანიათ რაღაც, არ ვიცი ზუსტად რა არის, ტომრებში იყო, სავარაუდოდ, ქვიშა იყო. რაღაც გზებს ამაგრებენ, ოღონდ იმ გზას, რაც ტრაქტორით გაჭრეს. ეს არის გუშინდელი ინფორმაცია“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემა გააქტიურა დღეს მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სადაო ტერიტორიის, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელებს ბილიკი გაჰყავთ.

რა ხდება, გადაეცით გარეჯი აზერბაიჯანელებს და არ გვეუბნებით?

დელიმიტაციის კომისიის ე.წ. მუშაობა სუფთა ფორმალობაა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g