LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს

8654
062019_sg_wallet_feat

თბილისში ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მაღაზიაში საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს.

როგორც დაკავებულის დეიდა ნუკა არველაძე აცხადებს, საფულის მფლობელმა ირანელმა თქვა, რომ საფულეში ფული ჰქონდა, რაც დაბრუნდების მერე იქ ვეღარ იპოვა, ეს კი პროკურატურისთვის დაკავების მიზეზი აღმოჩნდა.

ნუკა არველაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„14 ივნისს ჩემი დისშვილი თავის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მაღაზია “ნიკორაში”. როდესაც უკვე დახლთან მივიდნენ, ჩემმა დისშვილმა შენიშმა პატარა ზომის ქეისი, რომელშიც ირანელი მოქალაქის საბუთები, საბანკო და კაზინოს ბარათები, ეწყო.

მიიტანეს პოლიციაში იმავე დღეს, გაფორმდა ოქმი შემდეგ დღეს.

მოკლედ, ირანელმა გადაწყვიტა ფულიც მქონდაო, ჩვენებაში ვერაა ჩამოყალიბებული ზუსტად რამდენი. ჯერ ვერ იხსენებს სად დაკარგა, მერე იწყებს 1000 დოალრი და ამთავრებს 1300-მდეო და 40 ლარი მქონდაო. მერე ამავე ჩვენებაში ამბობს, რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ რეალურად იქვე ამბობს, ჯიბეში მედო ფულიო.

მოკლედ პოლიციამ არ მიიჩნია საკმარის სამხილად ეს ჩვენება და საქმეს ხურავდა, როცა ისანი-სამგორის პროკურორი ვინმე ნათია ქომოშვილი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით. და განჩინების საფუძველზე დააკავეს ჩემი დისშვილი!!!

◾დააკავეს კვირას საღამოს, წინა დღეს გვითხრეს საქმე დაიხურაო, ორშაბათს წაუყენეს ბრალი და დღეს სასამართლომ შეუფარდა 2-თვიანი წინასწარი. 19 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო!!!

◾აზარტული თამაშების მოყვარული ირანელის (მის საბუთებთან ერთად ყველა კაზინოს ბარათი იდო ) ცრუ ჩვენების საფუძველზე, ის ახლა საპატიმროშია. სახლში მცირეწლოვანი შვილი ამაოდ ელოდება!!!!

◾მე არ ვაპირებ ეს ასე გავატარო, ვიცი, რომ ჩემი დისშვილი ცამდე მართალია.

◾ არ შიმშილობას მოვერიდები და არ გავჩერდრბი!!!“ – ყვება ნუკა არველაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g