“თამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას გააჩნია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადa. მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ ის არსებული მოცემულობით ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს . პრემიერის თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს.
„ დიდი სინანულით მინდა ვთქვა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას გააჩნია. დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის და პარტია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს. ჩვენ გვაქვს მკაფიო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და ეს დადასტურა არაერთხელ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი დღესვე გამოეხმაურა პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ზაქარეიშვილმa განაცხადა, იგი ამ საკითხზე “ქართული ოცნების” დუმილით არის გაკვირვებული.
“გული მტკივა მისი განცხადების გამო, დიდი პატივს ვცემ ზაქარეიშვილს, ვფიქრობ, მისი განცხადება იყო ნაჩქარევი” – განაცხადა პრემიერმა.