გასაკვირი არ არის, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ქალის ცხოვრება, ცნობიერება და ამა თუ იმ საკითხის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. შვილზე ზრუნვა ხომ მუდმივ კონცენტრაციას მოითხოვს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მზრუნველი დედა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნავს, რადგანაც იცის, რომ შვილს ჯანმრთელი და ბედნიერი სჭირდება. სწორედ ამ არგუმენტით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დედებს აუცილებლად სჭირდებათ რამდენიმე დღით შვილებისგან დასვენება.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ბავშვს არ სჭირდება მხოლოდ მასზე მზრუნველი დედა და თუკი შვილების გარეშე ისვენებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ხართ. მათი განმარტებით, მსგავსი განტვირთვა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვისაა კარგი.ოჯახსა და შვილებს ხომ ჯანსაღი და ბედნიერი სჭირდებით.
გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ დედა. თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ხანდახან სჭირდება გართობა, განტვირთვა და ენერგიის აღდგენა. ამავდროულად, დასვენების დროს საუკეთესო შანსი გეძლევათ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და საკუთარ თავზე დაფიქრდეთ, იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ.