LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო

116

50 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი – “უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში” ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

26 პუნქტიან რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა აღწერილი. საუბარია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობაა ასახული.

კომიტეტზე დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და უკრაინის დელეგაციების წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის დაცვისკენ მოუწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები