eВay-ზე ”ლესტერის” სტადიონის ჰაერი იყიდება.
ლოტის ფასი 30 ფუნტი სტერლინგია.
გამარჯვების სუფთა ჰაერის ყიდვის შანსი მხოლოდ ერთხელ არის ცხოვრებაში, – ნათქვამია ანოტაციაში.
აუქციონზე ჰაერით გაჟღენთილი ათი ქილა გამოიტანეს. ერთმა უკვე იპოვა მყიდველი.
მოგეხსენებათ, ”ლესტერი” ყველა დროის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა და 132-წლიან ისტორიაში ინგლისის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა.