როჯერ ფედერერის ბიოგრაფია ივნისში გამოვა.
წიგნის ავტორია ბრიტანელი საჩოგბურთო მიმომხილველი მარკ ჰოჯკინსონი. ბიოგრაფიას საფუძვლად დაედო შვეიცარიელის ექსკლუზიური ინტერვიუები. მასალის მომზადებისას ავტორმა გამოიყენა ფოტოები საოჯახო არქივიდან.
წიგნის სახელწოდებაა Fedegraphica.
ჰოჯკინსონს ადრე დაუწერია ენდი მარეის და ივან ლენდლის ბიოგრაფიები.
Fedegraphica გაყიდვები 2 ივნისიდან დაიწყება.