LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხი პუტინს – რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეცვლილ ისტორიას ეროვნული ბიბლიოთეკა მუზეუმ-კაბინეტს მიუძღვნის

702
კეკელაააა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტი გაიხსნება, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება გამოფენილი. ამის შესახებ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

აბა რომელი მკვლევრების ნაშრომები უნდა გადაარტყან თავზე ამხანაგ ვლადიმირს? - ირაკლი ხვადაგიანი

ირაკლი ხვადაგიანი წერს, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მკვლევარები არქივებში მუშაობის პროცესში.

კაბინეტის გახნის მთავარ საბაბად კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტირებული ვარიანტი იქცა.

“ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი – მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად შეიქმნა კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც”, – წერს გიორგი კეკელიძე.

​9 ივლისს, ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა საქართველოს ახალი სანქციების დაწესებაზე, მან ამ უარის მიზეზად „ქართველი ხალხისადმი პატივისცემა“ დაასახელა და ჟურნალისტებს საქართველოს ისტორიის მისეული ვერსიაც უამბო – გაყალბებული თარიღებითა და ფაქტებით.

 

magti 5g