LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო გურგენიძე: ეკონომიკური რეფორმების გატარება ჩემ მეგობართა გუნდს ყველაზე სრულყოფილად გამოუვა

121

ყოფილი პრემიერი და ბიზნესმენი ლადო გურგენიძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გასატარებელ 8 აუცილებელ რეფორმას ასახელებს.

“რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, აქ ვერავინ ვერანაირ ახალ სიტყვას ვერ იტყვის. უბრალოდ, საჭიროა გადასახადების შემცირება (და საგადასახადო ადმინისტრირებაში სახელმწიფოს დისკრეციის მაქსიმალური შეზღუდვა), სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება (მილიარდ-ნახევარი ლარით მაინც, თუ მეტით არა), მაქსიმალური დერეგულაცია ყველა მიმართულებით (იმ ფარგლებში მაინც, რის საშუალებასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს) და ახალ რეგულაციებზე რამდენიმე წლიანი მორატორიუმის დაწესება, დარჩენილი სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია, სავალუტო საბჭო ან სულაც თავისუფალი სავალუტო მიმოქცევის რეჟიმის შემოღება, საშუალო განათლებაში school choice (ანუ ვაუჩერული) სისტემის სრულფასოვანი დაბრუნება და ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროში კი სახელმწიფო სახსრების ძალიან მკაფიოდ მხოლოდ მოსახლეობის იმ დაუცველ ფენაზე მიმართვა ვისაც ასეთი დახმარება ნამდვილად სჭირდება,”- წერს გურგენიძე.

მისი აზრით, ყველა რეცეპტი კარგადაა ცნობილი, მათ განსახორციელებლად კი მხოლოდ სახალხო ნდობის მანდატზე დაფუძნებული პოლიტიკური გამბედაობაა საჭირო. “თუ ამის საშუალება მიეცათ, მიმაჩნია რომ ეს ყველაზე სრულყოფილად ჩემ მეგობართა გუნდს გამოუვა.”- აღნიშნავს გურგენიძე.

ყოფილი პრემიერი ყველა პატრიოტ და პროგრესულ პოლიტიკოსს წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ  არის და რჩება “იგივე გუნდის გულშემატკივრად სადაც მრავალი მისი მეგობარია. იგივე გუნდისა ვისაც ოთხი, რვა და თორმეტი წლის წინ გულშემატკივრობდა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები