LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლისთვის პარიზელები მდინარე სენაში ბანაობას შეძლებენ

252

2024 წლისთვის მდინარე სენა პარიზში იმდენად სუფთა იქნება, რომ მსურველებს მასში ცურვაც შეეძლებათ, ამის შესახებ პარიზის მერიაში განაცხადეს. ერთ-ერთი არხი კი, რომელიც სენაში ჩაედინება, შესაძლოა, საბანაოდ ვარგისი 2017 წლამდეც გახდეს.

საფრანგეთის დედაქალაქი 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, მათ შორის არის ტრიატლონიც, რომლის მონაწილეებმაც ქალაქის მდინარეში უნდა გაცურონ. პარიზის მერიის გეგმებზე ფრანგულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ დაწერა. მდინარის ნაპირზე იმოძრავებს ტრამვაი, მოეწყობა დამატებითი ველოტრასები.

თუ ქალაქის ხელისუფლება ამბიციური გეგმების შესრულებას შეძლებს, პარიზის ცენტრში ადგილობრივები, ტურისტები და სპორტსმენები გამჭვირვალე წყალში ბანაობას შეძლებენ.

ჯერ-ჯერობით კი პროექტს ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს, პარიზელები ამბობენ, რომ სენაში თითის ჩაყოფაც კი არ ღირს, იმდენად ბინძურია. მდინარე, რომელიც საფრანგეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე მიედინება, სავსეა სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიებით. სწორედ ამიტომ, მდინარეში ბანაობა დღეისთვის ფულადი ჯარიმით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g