LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა წარსულმა ვერაფერი გვასწავლა! – ფოტოზე ასახული ამბავი

435
datovarazisxevi

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მდინარე ვარაზისხევზე აშენებული ბეტონის ფოტოს აქვეყნებს.

პოსტში ნათქვამია, რომ ამ ფოტოთი ჩანს, რა ხდება, როცა წარსული ვერაფერს გვასწავლის.

“ერთ ფოტოზე ასახული მთელი ამბავი (მდინარე ვარაზისხევის ბეტონის სარკოფაგი, მშენებლების მიერ ამოქოლილი ხევი, იქვე მრავალსართულიანი კორპუსები), როცა წარსულმა ვერაფერი გვასწავლა!”

პოსტს აქვეყნებს ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც, რომელიც დღეს ვარაზისხევის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

“ვარაზისხევი რომ მთლიანად ამოქოლეს მშენებლებმა ამის შესახებ ბევრჯერ დავწერე. მდინარე ერთმეტრიან ბეტონის სადინარში რომ მოაქციეს ესეც ბევრჯერ მითქვამს. ამ ყველაფერმა ერთად, რომ ვერეს ტრაგედიის მსგავსი შეიძლება დაატრიალოს ქალაქში, ესეც ბევრჯერ აღვნიშნე, მაგრამ…

დღეს გავისეირნე ხევში, იმ ადგილებში სადაც ბეტონის ჯუნგლებს ბოლომდე არ შეუღწევია, თუმცა კი დიდი მონდომებით მიიწევენ მდინარე ვარაზისხევის სათავისკენ. მართალია მცირე ფართობზე, მაგრამ აქ ისევ გვხვდება მწვანე საფარი, ბუჩქოვანი მცენარეები, მოჭიკჭიკე ჩიტები, ფერად-ფერადი პეპლები… ვაი რომ დროებით” – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g