LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა „გრემოსანი“ანდრაშ შიფი ბეთჰოვენის საუკეთესო შემსრულებელი (ფოტო/ვიდეო)

4897
sir-andrash-shif

მეორე ადგილი ვეინერის კამერული მუსიკის ფესტივალზე, ჩაიკოვსკისა და ლისტის პრემიების ლაურიატი, „გრემი“ საუკეთესო კლასიკოსი სოლისტის ნომინაციაში, პრესტიჟული „კოსუტას“ პრიზი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლონდონის სამეფო აკადემიის საპატიო პრიზი და ისევ უმაღლესი მუსიკალური პრემია „გრემი“ წლის ჩანაწერისთვის – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრიზებისა, რომელიც სხვადასხვა დროს პიანისტმა სერ ანდრაშ შიფმა მიიღო.

ანდრაშ შიფი ცნობილია, როგორც ბეთჰოვენის მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტატორი. ის ბუდაპეშტში დაიბადა, თუმცა, 2000-იანებში ბრიტანეთის მოქალაქეობა მიღო. სპეციალისტები ამბობენ, რომ მის შესრულებას არანორმალური ტექნიკა და საოცარი მუსიკალურობა გამოარჩევს.

საინტერესოა, რომ ანდრაშმა ფორტეპიანოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწო, პუბლიკის წინაშე კი უკვე 9 წლის ასაკში წარსდგა. 14 წლის ასაკში ის უკვე ლისტის მუსიკალური აკადემიის სტუდენტი ხდება, რაც ამ აკადემიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

70-იანებში კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ანდრაშ შიფი სწავლას ლონდონის პიანისტთა და დირიჟორთა სასწავლებელში აგრძელებს და საკონცერტო მოღვაწეობაც აქედან იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წლებში შიფი საუკეთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან  ერთად მუშაობდა, დღეს ის სოლო კონცერტებით გამოდის და მისი რეპერტუარი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია, დაწყებული ბახით, ბეთჰოვენით, შუბერტით, დასრულებული შოპენითა და რაველით.

2004 წელს შიფმა კონცერტების უჩვეულო სერიები გამართა, მან 20-მდე ქალაქში 32 საფორტეპიანო სონატა ზუსტად იმ ქრონოლოგიით დაუკრა, როგორც ეს ბეთჰოვენმა ჩაიფიქრა.

სერ ანდრაშ შიფი 9 სექტემბერს ,,წინანდლის ფესტივალის” საკონცერტო პროგრამის საპატიო სტუმარია.

.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g